ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართვა აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს

14.05.2024 ნახვები: 498

რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მიმართეს:

"ჩვენ თქვენს წინაშე ვდებთ პირობას, რომ სრულიად ოპოზიცია ერთიანი იქნება საბოლოო გამარჯვებამდე. დიდი მადლობა თქვენ ამ ბრძოლისთვის. ძალა ერთობაშია! საქართველო ერთიანია, ერი ერთიანია. მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდით არის და აუცილებლად გავიმარჯვებთ. არა რუსულ კანონს! წინ, წინ, წინ ევროპისკენ," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. 

"ქვეყანა თქვენია! თქვენ ის უნდა წაიყვანოთ წინ! და მიხარია, რომ ამდენნი ვართ. წარმატებები ყველას! საქართველო უპირველეს ყოვლისა!" - "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ. 

"საქართველოს გაუმარ-ჯოს! ძალა ერთობაშია! ბრძოლა ბოლომდე!" - ენმ-ის წევრი, სოფო ჯაფარიძე.

"არამარტო ჩვენი და ჩვენი შვილების ბედი წყდება, არამედ, რაღაც თვალსაზრისით, სამყაროს რაღაც ნაწილის ბედი წყდება. ეს არ არის მარტო ჩვენი ამბავი. აქ დგომა ყოველ დღე, ყოველ საღამოს, ბევრი საათით, ღამეების თენება, ეს არ არის არც საქმე და არც ტვირთი. ამ იდიოტებს არ ესმით, რომ ეს არის პრივილეგია, თითოეული ჩვენგანის. იმიტომ რომ არ არსებობს უფრო დიადი და უფრო ღირსეული მიზანი, ვიდრე თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ამ ბრძოლას სჭირდება ევროპა. ევროპა ერთადერთი გზაა გამარჯვების!" - "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

"ეს ბრძოლა არ არის წარსული, ეს ბრძოლა არ არის უბრალოდ პოლიტიკური, ეს ბრძოლა არის უბრალოდ ეროვნული, და ამ ეროვნულ ბრძოლაში სადაც ტქვენ ხრთ წინა ხაზზე ჩვენ ვდებთ პირობას, და ვართ ვალდებულები, რომ გავიმარჯვოთ და გავიმარჯვოთ ერთიანი ბრძოლით. საქართველო არასდროს არ იქნება რუსეთი! საქართველო არის და იქნება ევროპა", - "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია. 

"ჩემო მეგობრებო, რამდენი ძვალიც არ უნდა გატეხონ, რამდენი ცხვირიც არ უნდა გაგვიტეხონ, ეს ყველაფერი შეხორცდება და აღარაფერი ეშველება რუსული რეჟიმის დასრულების დასაწყისს. საქართველოს გაუმარჯოს. მე მინდა, ყველა დაშავებულს გამოვუცხადო სოლიდარობა, ყველა დაკავებულს გამოვუცხადო სოლიდარობა, რამდენიმე ათეული ახლა წევს საავადმყოფოში, რამდენიმე ათეული ახლა არის ციხეში, რამდენიმე ახალგაზრდას ახლა აკავებენ გმირთა მოედანზე, მე მინდა, მათ გამოვუცხადო სოლიდარობა. ევროპულ საქართველოს გაუმარჯოს!", - ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.

"ეს ბრძოლა იქნება მიყვანილი ბოლომდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ იქნება სრულად თავისუფალი. ეს კანონი, რუსული, რომელიც ამ რუსულმა ხელისუფლებამ უკვე მიიღო... მთავარი მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს არა რუსულ ხელისუფლებას საქართველოში!", - "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა