მარკო რუბიო - პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია
დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს
Senator Graham: War could end before Christmas if Trump, Zelensky, and Putin meet
Zelensky and Trump planning to meet in Washington on August 18
Trump says he 'largely' agreed with Putin on 'land swaps'
Trump handed Putin letter from his wife about abducted Ukrainian children – Reuters
Putin after meeting with Trump: Ukraine's security must be guaranteed
ამერიკელი სენატორი - თუ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ ეს ომი შობამდე დასრულდება

ფიზიკურად თუ მორალურად, ჩემი სტუდენტების გვერდით ვიდგები - რიჟვაძის გადაყენებული მინისტრის მიმართვა სტუდენტებს

12.05.2024 ნახვები: 892

"მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სტუდენტებს დავუკავშირე, ერთი დღე არ შემიწყვეტია მათთან ურთიერთობა, ერთი დღე არ მიღალატია ჩემი პროფესიისთვის", -ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბსუს პროფესორი ინგა შამილიშვილი წერს. 

"იმის გამო, რომ ბოლო ერთი კვირაა საზღვარგარეთ ვიმყოფები ერთგვარად დისტანცირებული ვიყავი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან, თუმცა მხოლოდ ფიზიკურად, ვინაიდან ისევე განვიცდი როგორც თქვენ და ამაყი ვარ თითოეული თქვენგანით. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სტუდენტებს დავუკავშირე, ერთი დღე არ შემიწყვეტია მათთან ურთიერთობა, ერთი დღე არ მიღალატია ჩემი პროფესიისთვის. ჩემი მთავარი მისია, საგნის სწავლებასთან ერთად, სახელმწიფოებრივი შეგნების მქონე ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბებაა, რაც საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრებაა. სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ის ღირსეული მომავალი თაობა გვყავს, რომელიც ვერასოდეს შეეგუება თავისუფლების დაკარგვას. დღეს ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ სინათლისკენ მიმავალი ბეწვის ხიდი, მე კი ამ გზაზე, ფიზიკურად თუ მორალურად, ჩემი სტუდენტების გვერდით ვიდგები", - წერს ინგა შამილიშვილი

ცნობისთვის, 2019 წლის 26 მაისს, აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, (რომელმაც რუსეთისთვის ოკუპანტის დაძახება ვერ გაბედა და ჟურნალისტი "დარგის ექსპერტებთან" გადაამისამართა) ინგა შამილიშვილს, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალაგზრდობის მინისტრობის პოსტი, იმიტომ დაატოვებინა, რომ დამოუკიდებლობის დღის მარშზე რუსული დროშები გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ შამილიშვილის უწყებასთან ერთად, დღის წესრიგში ბათუმის მერიის პასუხმიგებლობაც უნდა დამდგარიყო ასე არ მოხდა. რუსულ დროშებს მხოლოდ შამილიშვილი შეეწირა. მინისტრის გადაყენებამდე, რამდენიმე დღით ადრე რიჟვაძემ, შამილიშვილს საქმიანობა, ხედვა და მუშაობა დაუწუნა და მას ერთ კვირიანი ვადა მისცა, რომ სამინისტროს საქმიანობის ახალი გეგმა წარედგინა, სწორედ იმიტომ რომ რიჟვაძისა და შამილიშვილის ხედვა ერთმანეთს ვერ ემთხვეოდა და სხვა მიზეზი ვერ მოიძებნებოდა გადაყენებისთვის, რიჟვაძემ "მოგონილი" მიზეზით მინისტრის პორტოფოლიო შამილიშვილს გამოართვა და აჭარის მთავრობის "კარის" იურისტს მაია ხაჯიშვილს გადაულოცა.  

რუსული დროშის გამო აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა