პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ევროპის დღის აღსანიშნავად, დღეს თბილისში მასშტაბური ღონისძიება გაიმართება

ნახვები: 484 ევროპის დღის აღსანიშნავად, დღეს თბილისში მასშტაბური ღონისძიება გაიმართება

დღეს, დილის 11:00 საათიდან, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია:

მე-4 და მე-5 პავილიონებში „ევროპის გუნდის“ სივრცე იქნება მოწყობილი. აქ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები, მათი ქვეყნების განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების შესახებ მოგაწვდიან ინფორმაციას. გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული წარმოდგენები.

მე-3 პავილიონში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

მე-6 პავილიონში აქტუალურ საკითხებზე, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ერთად, პანელური საუბრები გაიმართება, რომლის წამყვანი და მოდერატორი დავით გორგილაძე იქნება. საუბარი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ევროკავშირის ღირებულებები, განათლება, დემოკრატია, კულტურა და გარემოსდაცვითი საკითხები, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

მე-11 პავილიონში „ევროკავშირის სივრცე“ მოეწყობა. სადაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლებისგან, პროექტების საქმიანობისა და შედეგების შესახებ შეძლებთ ინფორმაციის მიღებას.

გარე სივრცე აგრომარკეტს დაეთმობა, სახელწოდებით „უნიკალური ქართული გემო“, სადაც ევროკავშირის პროექტების მიერ მხარდაჭერილი ფერმერები და მეწარმეები საკუთარ ღვინოს, ყველს და სხვა პროდუქტებს წარმოადგენენ. გაიმართება დაგემოვნებაც.

გარე სივრცეში მოწყობილ კარავში თოჯინების თეატრი მოეწყობა და გაიმართება წარმოდგენა „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა