საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

თამარ კორძაია - საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას კონსტიტუციიდან გასვლას არ აპატიებენ

02.05.2024 ნახვები: 353

სანამ ამ ხალხს ჰყოფნის მოთმინება და აძლევენ შანსს ხელისუფლებას, რომ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება, ჯობია მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტთან განუცხადა, სადაც აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად.

კორძაიას თქმით, კონსტიტუციიდან გასვლას საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას არ აპატიებენ.

“ყველაზე მთავარი არის ის, რომ გუშინ საზოგადოებამ ხელისუფლებას აჩვენა, რომ კარგად იციან, როგორ გასცდნენ კონსტიტუციის ფარგლებს “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები. კონსტიტუციიდან გასვლას საქართველოს მოქალაქეები ამ ხელისუფლებას არ აპატიებენ. აქ, გუშინ, ვერცერთი ვერ გამოვიდოდა და ვერ გაბედავდა გავლას, მაგრამ მე გავიარე მრავალგზის, გავლა, სუნთქვა იყო შეუძლებელი იმდენი ადამიანი იყო. აქედან გამომდინარე, მოვიდნენ აზრზე და დაუბრუნდნენ კონსტიტუციის ფარგლებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომ გვინდა ევროპაში და ნატო-ში. მთელ მსოფლიოში ყველა ამბობს იმას, რომ მათი ეს გადაწყვეტილება საგარეო კურსის ცვლილებას ნიშნავს, ეს იციან ჩვენმა მოქალაქეებმა. კონსტიტუციის დარღვევას არ აპატიებენ. სანამ ამ ხალხს ჰყოფნის მოთმინება და აძლევენ შანსს ხელისუფლებას, რომ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება, ჯობია მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება”, - განაცხადა კორძაიამ.

მან ასევე ისაუბრა, თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვებზე, რითაც მან დღეს ჟურნალისტს მიმართა.

“კახა კალაძე ყოველ კრიტიკულ მომენტში ადასტურებს იმას, რომ ის ვერასდროს გახდება პოლიტიკოსი და არ შეუძლია საკუთარი თავის მართვა. ოდნავი დისკომფორტის შემთხვევაშიც კი, გამოდის წონასწორობიდან და გადადის თავდასხმაზე. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ დევნიან ჟურნალისტებს და საბოლოოდ უნდათ, რომ გაანადგურონ ჟურნალისტური საქმიანობა ამ კანონის მიღებით”, - განაცხადა კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა