საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

EPP - დროა, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას საქართველოს დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება, სანქციები დაუწესდეს

01.05.2024 ნახვები: 464

დროა, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას საქართველოს დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება, სანქციები დაუწესდეს, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ X-ზე ავრცელებს.

„ამ ბრძოლაში ქართველების მომავალ თაობას მარტო ვერ დავტოვებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების დაშლისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი დაგმო.

„ჩვენ აღშფოთებულები ვართ თბილისში იმ დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობით, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს მშვიდობიანად აპროტესტებენ. ასევე, ჩვენ მკაცრად ვგმობთ სპეცრაზმის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს. საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიასა და ევროპას იმსახურებს!“- ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა