საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

კახა კალაძე - მოწოდებები ისმოდა, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება მომხდარიყო - ვინ აკეთებს ამას?

01.05.2024 ნახვები: 486

მოწოდებები ისმოდა გუშინაც, რომ ბლოკირება მომხდარიყო. ვინ აკეთებს ამას? - აკეთებენ ის რადიკალები, რომლებიც შემდეგ გაიპარებიან ხოლმე და ახალგაზრდებს შეატოვებენ პოლიციას პირისპირ - ეს არის სამწუხარო რეალობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, გუშინდელ აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველა იმ ადამიანს, რამდენადაც განსხვავებული აზრი არ უნდა ჰქონდეთ, აქვთ უფლება და საშუალება, გამოხატოს საკუთარი აზრი.

„ღირსებით შესვლა [ევროკავშირში] არის კანონების დაცვა და ის, რომ დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს ქვეყანაში, ეს არის ევროპულობა და ევროპული ღირებულებები. განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს და რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს, შეიძლება არასწორი იყოს, ეს არის ჩვეულებრივი ევროპული ღირებულება. ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს კანონის ფარგლებში.

კატეგორიულად მიუღებელია პოლიციის კორდონებში შევარდნა, რაც გუშინ ვნახეთ და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ალეკო ელისაშვილი იყო პირველი, ვინც იკადრა კანცელარიასთან რამდენიმე დღის წინ, როდესაც აქცია იყო. მოწოდებები, რომ მას გაჰყოლოდნენ და იგივე ვიხილეთ გუშინ [ლევან] ხაბეიშვილის ჩართულობით. მოწოდებები ისმოდა გუშინაც, რომ ბლოკირება მომხდარიყო. ვინ აკეთებს ამას? - აკეთებენ ის რადიკალები, რომლებიც შემდეგ გაიპარებიან ხოლმე და ახალგაზრდებს შეატოვებენ ხოლმე პოლიციას პირისპირ. ეს არის სამწუხარო რეალობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველა იმ ადამიანს, რამდენადაც განსხვავებული აზრი არ უნდა ჰქონდეთ, ყველას აქვს უფლება და საშუალება რომ გამოხატოს თავისი აზრი“, - აღნიშნა კალაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას კახა კალაძემ აღნიშნა,რომ ისინი მიესალმებიან მშვიდობიან აქციას, თუმცა რაც გუშინ იხილეს, ყველაფერს აცდენილი იყო. მისი თქმით, ეს არ იყო ევროპულობა, არამედ ეს იყო რადიკალიზმი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა