საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

ტარიელ ნაკაიძე „ქართულ ოცნებას“ - გუშინდელმა დღემ თქვენი სახის ლუსტრაცია მოახდინა, მადლობა, რომ ეს დღე გვაჩუქეთ

30.04.2024 ნახვები: 520

გუშინდელმა დღემ თქვენი სახის სრული ლუსტრაცია მოახდინა. მადლობა, რომ ეს დღე გვაჩუქეთ - უნდა იცოდეთ, რომ იძულებით მოყვანილი ხალხის ძალა ვერასდროს იქნება თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების ძალის ტოლი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ გუშინდელ სახალხო შეკრებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის ეშინია და საკუთარი ფინანსებით მოყვანილ ხალხთანაც კი, მრავალრიცხოვანი დაცვის გარეშე ვერ საუბრობენ.

ნაკაიძემ მმართველ გუნდს მიმართა, რომ ისინი ქართველი ხალხის ევროპული მომავლის რუსული მომავლით შეცვლას ვერ შეძლებენ.

„ვერც კი წარმომედგინა ოდესმე მადლობას თუ გადავუხდიდი „ქართულ ოცნებას“. დიახ, ბატონებო, გულწრფელად დიდი მადლობა იმისათვის, რომ გუშინდელი დღე გვაჩუქეთ. ეს იყო დღე, რომელმაც მოახდინა თქვენი სახის სრული ლუსტრაცია. ნათლად წარმოაჩინა „რუსული კანონის“ მიზნები. გაგვიადვილა, კარგად ავუხსნათ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ გულწრფელ ამომრჩევლებსაც, თუ როგორ მიაქანებთ საქართველოს რუსული ჭაობისკენ.

ასევე დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა. ვიცი გსიამოვნებს მადლობები. გუშინ თქვენ მოხსენებაში ნათლად აგვიხსენით, თუ რა განზრახვით მოხვედით საქართველოს ხელისუფლებაში და როგორ ცდილობთ, ნელ-ნელა ის დავალება შეასრულოთ, რაც დაგიწერათ პუტინმა. ნურას უკაცრავად, ქართველ ხალხს ვერასდროს შეაცდენთ. თქვენ ვერ შეძლებთ ქართველი ხალხის ევროპული მომავალი რუსული მომავლით შეცვალოთ.

ჩვენი კოლეგა აცხადებს, რომ თურმე გუშინ, 200 000 ადამიანი მოიყვანეს. ციფრს არ აქვს მნიშვნელობა 300 000 იყოს, გაგიხარდებათ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ იძულებით მოყვანილი ხალხის ძალა ვერასდროს იქნება თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების ძალის ტოლი, თუნდაც ისინი 30 000 იყვნენ. თუმცა იცოდეთ გაცილებით მეტი არიან ეს ახალგაზრდები, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. თქვენ ხალხის გეშინიათ! საკუთარი ფინანსებით მოყვანილ ხალხთანაც კი მრავალრიცხოვანი დაცვის გარეშე ვერ საუბრობთ.

ქართველმა ახალგაზრდებმა შემოგვთავაზეს მომავალი მრავალფეროვანი საქართველოს ლოზუნგი - „მამული, ენა, ერთობა“. თქვენ შეეცადეთ ამის მანიპულირებასაც, თუმცა არც ეს გამოგივიდათ. დიახ, ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ ამ ლოზუნგშია. მამული, ენა ერთობა! ძალა ერთობაშია! არა რუსულ კანონს! კი ევროპას!,“ - განაცხადა ნაკაიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა