საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

გიგი უგულავა - ხელისუფლებამ ფეხი დაადგა იმ „ფოცხს“, რომელიც აუცილებლად მოხვდება

30.04.2024 ნახვები: 468

ერთმა გიჟმა „შიზოფრენიკმა“ გამოუცხადა დასავლეთს ომი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის სახიფათო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც 29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ სახალხო შეკრებასა და ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ფულს საქართველო ფულის საცავ რეზერვუარად სჭირდება.

"თუ დააკვირდებით ივანიშვილს, როდესაც მას ეშინია და გამწარებულია, უცნაურად უფართოვდება ნესტოები. გუშინ ამ "შიზოფრენიკმა" გვამცნო, რომ თურმე, სადღაც არსებობს"გლობალური ომის პარტია". სინამდვილეში მსოფლიოში მხოლოდ 1 "ომის პარტია" არსებობს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ჰქვია, რომლის ქვეშევრდომი, მონა და წარმომადგენელი არის ბიძინა ივანიშვილი და დანარჩენი დეპუტატები, 83 გვამი, რომელიც ამ პარლამენტში არიან. ამ ერთმა გიჟმა "შიზოფრენიკმა", რომელსაც"პრიხვატიზირებული" აქვს ქვეყანა, გამოუცხადა დასავლეთს ომი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის სახიფათო. ბიძინა ივანიშვილისგან მივიღეთ ერთადერთი რამ, რის გამოც მადლობა უნდა ვუთხრათ - ტყუილი, რომ ომი არის მშვიდობა და მშვიდობა არის ომი, რომ მეგობარი არის მტერი და მტერი მეგობარია - ეს "დიფუზიური აფერისტობა" მინიმუმამდე დაიყვანა და გვითხრა, რომ 2030 წელს ევროკავშირში შევალთო. მას ევროკავშირი არ ადარდებს და მინდა გითხრათ, რომ 2030 წლამდე შესაძლებელია საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილი გარეშე მოხდება. ივანიშვილს საქართველო ფულის საცავ რეზერვუარად სჭირდება.

გეგმა არის მარტივი, ხელისუფლებამ გუშინ ფატალური შეცდომა დაუშვა, დაადგა იმ "ფოცხს" ფეხი, რომელიც აუცილებლად მოხვდება. ეს "ფოცხი" არის აქციებით ხალხთან ლაპარაკი. ეს არის "ოქსიმორონი" და იდიოტიზმი. გუშინდელ აქციას ერთი მიზანი ჰქონდა, რომ დაეპირისპირებინა საზოგადოება ერთმანეთისთვის.

ვეტოს დაძლევის დღეს, როდესაც მთელი საზოგადოება გამოვა, პოლიციელები დაინახავენ, რომ მათი ძალა უძლურია. ვეტოს დაძლევის დღეს ივანიშვილისა და ამათ თავს "არმაგედონი" მოხდება და ამაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი იქნება. ეს ადამიანი ამ ქვეყნის მტერია, განგრენა და ჩირქი. დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება, რადგან გუშინდელმა საზიზღარმა განცხადებებმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, კიდევ უფრო გააბრაზა ხალხი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა