საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

თეონა აქუბარდია - დღეს „ოცნებამ“ შეურაცხყო ყველა გმირის ხსოვნა, რომელიც იცავდა ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენულ არჩევანს

30.04.2024 ნახვები: 488

დღეს არის დღე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ შეურაცხყო ყველა იმ გმირის ხსოვნა, რომელიც იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენულ არჩევანს, შეურაცხყო ყველა ის ქართველი, რომლისთვის მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, კეთილდღეობა და ევროპული ტიპის დემოკრატია და ამ მოცემულობაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ძალა არა ერთობაში, არამედ ბიძინა ივანიშვილშია და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების დღეს საზოგადოებამ მოისმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მოღალატის წოდება, თანაც ჯარის წინაშე. აქუბარდიას შეფასებით დღეს ჯარის დღე აღინიშნა სწორედ იმ ბაზაზე, რომლის ბრძოლისუნარიანობას პრემიერი ახალი აეროპორტის მშენებლობით აკნინებს.

„31 წლის წინ შეიქმნა საქართველოს თავდაცვის ძალები და ამ მოცემულობაში პირველად 31 წლის განმავლობაში ჩვენ დღეს მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან მოღალატის ძახილი ჯარის წინაშე საქართველოს პრეზიდენტისთვის. ჩვენ აქ ბატონმა თალაკვაძემ გვითხრა, რომ ქართული ჯარი გლობალურ მშვიდობას იცავს, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ქართული ჯარი საქართველოს დამოუკიდებლობას იცავს, ქართული ჯარი იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ და იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და სუვერენული არჩევანი იყოს დაცული. დღეს ქართული ჯარის იუბილე ვაზიანის ბაზაზე გაიმართა, იმ ბაზაზე, რომლის ბრძოლისუნარიანობას, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ აკნინებს იმით, რომ აეროპორტს ხსნის სამხედრო პოლიგონის სიახლოვეს და ეს, ფაქტობრივად, ღია გზავნილია, რომ ნატო-ს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრი და თავდაცვის შესაძლებლობები „ქართული ოცნებისთვის“ არ არის მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენი თავდაცვის ძალები ამაყობენ გიორგი ანწუხელიძით, შინდისის გმირებით, არაერთი იმ სამხედროთი, რომელიც შეეწირა აგვისტოს ომს და ამაყობენ იმით, რომ არიან საქართველოს სამსახურში, ამ მოცემულობაში, ამ ჯარს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს პრემიერმა და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა, რომელი უფროსია ამ ქვეყნის, ასე უნდა, ყოველ შემთხვევაში, უთხრეს, რომ საქართველო არ მიდის ნატო-სა და ევროკავშირისკენ, რომ საქართველო აღარ იქნება დემოკრატიული ქვეყანა და ამ მოცემულობაში, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი, ჩვენი დასავლელი მეგობრები არიან მტრები. ამით საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა ხდება, იმ სუვერენული არჩევანის, რომელიც ამ ხალხმა აირჩია. წლების განმავლობაში საქართველოს ჯარს აძლიერებდა ნატო-ელი და ევროპელი პარტნიორი. ამ მოცემულობაში, ყველაფერზე უარის თქმა, კიდევ ერთხელ არის ბრძოლის გამოცხადება საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან. გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის გზავნილი, რომ არანაირი ყალბი გამჭვირვალობა არ არის მიზანი და სულ ტყუილად ალაპარაკა თავისი მორჩილი უმრავლესობა გამჭვირვალობაზე, მიზანი არის ავტორიტარული რეჟიმის შექმნა ამ ქვეყანაში, სამუდამოდ ხელისუფლებაში დარჩენა, ამ გზით დასავლეთის ჩამოშორება საქართველოსთვის და რუსული ტიპის სატელიტად ქცევა. ამიტომ, დიახ, დღეს არის დღე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ შეურაცხყო ყველა იმ გმირის ხსოვნა, რომელიც იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენულ არჩევანს, შეურაცხყო ყველა ის ქართველი, რომლისთვის მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, კეთილდღეობა და ევროპული ტიპის დემოკრატია და ამ მოცემულობაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ძალა არა ერთობაში, არამედ ბიძინა ივანიშვილშია და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს იმ ყველაფერზე, რასაც აკეთებთ ქვეყნისა და ხალხის არჩევანის წინააღმდეგ და დიახ, უნდა გეშინოდეთ, როგორც გუშინ ეშინოდა ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ საქართველო არასდროს არ დაბრუნდება რუსულ ჭაობში და იქნება დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული ქვეყანა“,- განაცხადა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა