პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

არმაზ ახვლედიანი - საზოგადოებამ დაინახა, რა სხვაობაა ევროპასა და რუსეთს შორის

ნახვები: 517 არმაზ ახვლედიანი - საზოგადოებამ დაინახა, რა სხვაობაა ევროპასა და რუსეთს შორის

ძალიან მიხარია ის, რომ გუშინ მთელმა ქვეყანამ, მათ შორის რუსთაველზე შეკრებილმა ათიათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ ცხადად დაინახა, რა სხვაობაა ევროპასა და რუსეთს შორის, რა სხვაობაა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ მთელი ქვეყნის გასაგონად თქვა, რომ საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური გზა აღარ არის.

„ზუსტად ვიცი, რომ გუშინ „ოცნების“ მხარდამჭერ მიტინგზე შეკრებილი საზოგადოების 50%-ზე მეტი ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილს მხარს არ დაუჭერს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ბატონმა ივანიშვილმა გუშინ საბოლოოდ, მთელი ქვეყნის, მტრის თუ მოყვრის გასაგონად თქვა, რომ საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური გზა აღარ არის, რომ ე.წ. სუვერენიტეტს, სუვერენიტეტის იდეას ამოფარებულ ქართულ მთავრობას სურს, არა დემოკრატიული არჩევნების, არა პლურალისტური დემოკრატიის გზით, არამედ არჩევნების დემოკრატიული, სამართლიანი იდეების გაუქმების, კრემლისტური კანონმდებლობის შემოღების, დაშინების, რეპრესიების, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის გზით ატაროს საქართველო“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისი შეფასებით, ივანიშვილს სურს ძალაუფლება რეპრესიული გზით მიიტაცოს.

„ივანიშვილის გეგმა ერთადერთია, არჩევნების გაყალბების, უმძიმესი წინასაარჩევნო, რეპრესიული გარემოს შექმნით კვლავ მიიტაცოს ძალაუფლება და ამის შემდეგ, უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები მოაწყოს საქართველოში. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ამას არ დავუშვებთ, წინ აღვუდგებით საქართველოს რუსიფიკაციას“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა