საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

ლევან ხაბეიშვილი - სად იტევს ხელისუფლება ამხელა ნეგატივს, ბოღმას

30.04.2024 ნახვები: 471

გუშინ გამართულ აქციაზე შეუმდგარი დიქტატორი, ცინიკოსი კაცი იდგა! მას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თავად ლაპარაკობს, ხომ იცით როგორი გენიოსი, გამჭრიახი ვარ - საკუთარ თავს იქებდა და თქვენ ტაშს უკრავდით - ეს კაცი შესამოწმებელია და უბედურებაა, რომ ქვეყნის ბედია მის ხელში! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ წევრებისა და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მისამართით პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ძალიან მძიმე საყურებელი იყო გუშინდელი დღე, როცა ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ხალხს პრობლემებზე დალაპარაკებოდა, ფაქტობრივად დასცინა.

ხაბეიშვილმა უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათი წამზომი ჩართულია და ქართველ ხალხს ერთი სული აქვს, როდის მოიშორებს ხელისუფლებიდან.

„სად აქვს, სად იტევს ხელისუფლება მხელა ნეგატივს, ამხელა ბოღმას. რატომ აკეთებს ივანიშვილი მუდმივად იმას, რომ საზოგადოება დაყოს. სად იყო ხალხის პრობლემებზე საუბარი? სად იყო პოზიტივი, სად იყო ერთობა? მუდმივად დამცინავი საუბარი: - ვიცოდი, ამ კანონს რომ შემოიტანდნენ, ამას რა მოჰყვება, მაგრამ ახლა მე ამ ახალგაზრდებს დავღლი და მერე წელში გადაგტეხავთ! მაინც იმას გავაკეთებ, რაც მინდა! მე გენიოსი ვარ! - ამ ადამიანს მგონი ფსიქოლოგიურად ცოტა არეული აქვს და თქვენს ადგილას, ამ კაცს მივხედავდი.

მილიარდელი კაცი იმ ადამიანებით იყო გარშემორტყმული, ხელისუფლებაში ცალ-ცალი ფეხსაცმლით რომ მოხვედით და ახლა მილიონერები ხართ - პიედესტალზე იდექით მილიონერები, გალამაზებულ-გასუქებულები, კარგად ნაჭამ-ნასვამი და ქვემოთ იდგა ხალხი, რომელსაც 300, 400, 500 ლარზე ამუშავებთ. ეს ავტობუსები ამ ხალხს დაუქირავეთ იმიტომ, რომ თავადვე იცით, რომ მათ თქვენი მხარდაჭერა მართლაც რომ უნდოდეთ, გზის ფულიც არა აქვთ რომ ბათუმიდან, ზუგდიდთან და სხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ.

გადაასწარით ჩრდილოეთ კორეას, გადაასწარით რუსეთს“, - მიმართა “ქართული ოცნების“ წევრებს ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა