შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს

პრემიერი - თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ

ნახვები: 558 პრემიერი - თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ

თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ - თავი დაანებონ ორშაბათს, კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როდესაც ამის საშუალება აქვთ: სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებასა და ოპოზიციის შეფასებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიცია“ „ქართული ოცნების“ აქციაზე „ძალიან ნერვიულობს და ამას ვერ მალავს“.

„ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციებს. ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარ აქციებს. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ და 300 კაცი კეტავს საღამოობით თბილისის ქუჩებს, რითაც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. თან, ამ 300 კაციდან 2/3 არის დიმა ჩიქოვანის, ანუ კეზერაშვილის მიერ ათას ლარად, ან უფრო ნაკლებად დაფინანსებული ადამიანების ერთობა. თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ. ვნახავთ ასევე, რა იქნება ჩვენი აქციის შემადგენლობა. ძალიან ნერვიულობენ ჩვენს აქციაზე და უბრალოდ, ამ ნერვიულობას ვერ მალავენ ამ დღეების განმავლობაში. ნუ ნერვიულობენ. სანერვიულო აქვთ, მაგრამ მოვუწოდებ, მშვიდად შეხედონ ამ ყველაფერს, ეს მათ სიმშვიდეს წაადგება.

29-ში გაიმართება ჩვენ მიერ დაანონსებული აქცია. იყო სპეკულაციები, რომ ორშაბათსაც უნდოდათ აქციის გამართვა, რადგან კომიტეტი იმართება. თუ ოპოზიცია მოინდომებს, მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, შესაძლოა, 2-3 დღე დასჭირდეს. შესაბამისად, საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ საპროტესტო აქციები გამართოს - სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. ამიტომ, თავი დაანებონ ორშაბათს. კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როდესაც ამის საშუალება აქვთ. საქართველო არის დემოკრატია. უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება და რამდენიც უნდა, იმდენი შეიკრიბონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი უერთდებიან 28 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ აქციების პერიოდში „ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული“.

„რეალურად ერთი რამ, რაც კარგია ამ აქციებთან დაკავშირებით, ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიები, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „გახარია“ და ა.შ. ესენი არიან მდიდარი „ენჯეოები“, ესენი არიან ის სუბიექტები, რომლებიც მათთან არიან დაკავშირებულები, კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებები და ა.შ. ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა და საზოგადოება ხედავს თუ სინამდვილეში ვის და რას წარმოადგენს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“,- აღნიშნა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა