საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

რომან გოცირიძე - „საქსტატის“ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა

26.04.2024 ნახვები: 484

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ „საქსტატის“ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა - რომ წარმოვიდგინოთ, 2012 წლიდან დღემდე, ბათუმი და ქუთაისი საქართველოს რუკიდან გაქრა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მიგრაციის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" პირობებში ქვეყანა დაიცალა და თუკი ასე გაგრძელდება ქვეყანაში არც სამუშაო ძალა გვექნება და არც ადამიანი დარჩება, რომელიც თუნდაც უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანას დაიცავს.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ეს ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა წავიდეს.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა. ველოდით, რომ ქვეყანა იცლებოდა, გარბოდა ხალხი უმუშევრობისა და უამრავი სხვა პრობლემის გამო, მაგრამ ის რიცხვები, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. გასულ წელს საქართველო დატოვა 163 480-მა ჩვენმა მოქალაქემ. თუ არ არის კატასტროფა, რა უნდა ვუწოდოთ ამას?! ამავე პერიოდში დაბრუნდა 92 000 ჩვენი მოქალაქე და უარყოფითმა სალდომ შეადგინა 72 000 კაცი, მაშინ როდესაც შარშან უარყოფითი სალდო იყო 46 000, შარშან წინ 40 000. 2012 წლიდან დღემდე საქართველო დატოვა 943 000-მა ჩვენა მოქალაქემ. უკან დაბრუნდა 626 000 და უარყოფითმა სალდომ შეადგინა 316 000. ანუ, 2012 წლიდან დღემდე რომ წარმოვიდგინოთ, ბათუმი და ქუთაისი გაქრა საქართველოს რუკიდან. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანა დაიცალა. თუ ასე გაგრძელდება, ქვეყანაში არც სამუშაო ძალა გვექნება და არც ადამიანი, რომელიც თუნდაც უსაფრთხოების კუთხით ქვეყანას დაიცავს. გამოსავალი არის ერთი რამ - ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. გვაქვს ამის შანსი. დარჩა 5-6 თვე და არჩევნების გზით უნდა მოვიცილოთ ის რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა