პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

თიბისის მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ნახვები: 508 თიბისის მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

 

1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე  მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტრაციები და სხვა. ბილეთის შეძენა  და პროგრამის გაცნობა შეგიძლიათ ვებგვერდზე - https://adblacksea.com/attend/agenda. 

 

თიბისის სადებეტო Visa ბარათით ბილეთის შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 20% მომენტალურად  უკან დაიბრუნდებათ.

 

ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვებიან. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები გაეცნობიან ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიოში სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს. ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ავსტრიელი დიზაინერი სტეფან საგმაისტერი, რომელსაც კარიერის განმავლობაში უმუშავია ისეთ ცნობილ პროექტებზე, როგორებიცაა – როლინგ სტოუნსის ალბომის ყდა, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვა.

დიზაინ ფესტივალზე, პანელურ დისკუსიას თიბისის დიზაინის და UX მიმართულების ლიდერი - გიგი ჯანელიძე გაუძღვება, რომელიც ისაუბრებს თიბისი ჯგუფის გამოცდილებაზე: რა როლს ასრულებს დიზაინი ბიზნესის სტრატეგიის ჭრილში, როგორ შეიძლება დიზაინი იყოს ინოვაციის და ადამიანზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნის საფუძველი.

 

პანელური დისკუსიის მონაწილეები იქნებიან:  გივი დაუთაშვილი (თიბისი დაზღვევა), ირაკლი სიმონიშვილი (თიბისი უზბეკეთი/Space int), ლაკო ჟაჟანიძე (თინეთი), თაკო ლორია (თიბისი უზბეკეთი/Space Int).

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა