მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში
საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით

პრეზიდენტი - აშკარაა, ეს რუსული კანონია, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია

19.04.2024 ნახვები: 463

ეს კანონი შეუსაბამოა, ამას ამბობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას მასზე. ჩვენ სხვა რეკომენდაციებიც უნდა დავაკმაყოფილოთ და ამ მიმართულებითაც არ არის არანაირი ხილვადი პროგრესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და მოსახლეობას აქვს განცდა, რომ არაფერი არ კეთდება, ან პირიქით, ყველაფერი კეთდება, რომ ხელი შეეშალოს ამ პერსპექტივას, რომელიც გვეძლევა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე საქართველო ამას იმედოვნებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „LN24“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემთხვევა, რადგან კარგად ჩანს, რომ რუსული სტრატეგია საქართველოს ევროპაში შესვლის შეჩერებასა და მის ევროპაში დამკვიდრების ხელშეშლას გულისხმობს.

„გასაოცარი არ არის ეს [გამოსვლები], რადგან ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და როგორც ევროპელი ლიდერები გვპირდებიან, თუ დავაკმაყოფილებთ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, წლის ბოლოს გვექნება საშუალება დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. და სწორედ ამ დროს არის მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის ყველაზე აშკარაა ეს რუსული კანონი, ეს კანონი, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია, რომელიც პირდაპირ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოში და ქვეყანას წლების განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში, კულტურის, განათლების სფეროებში ეხმარებიან. ეს ქვეყანა 30 წლის განმავლობაში ევროპელების და ამერიკელების ყურადღებას და მხარდაჭერას იღებდა. ესაა მიზანში ამოღებული და გასაკვირი არ არის, რომ ერთი მხრივ, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონს, და ამის საპირისპიროდ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, როგორც ევროპელები, ისე ამერიკელები აპროტესტებენ და შეშფოთებული არიან ამ კანონის მიღების პროცესით. თუ ეს ვინმეს ინტერესებს ემთხვევა, ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებია. რუსეთი ხედავს, რომ კავკასია ხელიდან ეცლება - დღეს საქართველო, და სომხეთი, უფრო და უფრო მეტად, რომელიც ევროპისკენ იყურება. რუსეთს სურს სრული კონტროლი ჰქონდეს შავ ზღვაზე, უკრაინაზე, ჩვენს ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მას სურს ახალი სამხედრო პორტის გახსნა შავ ზღვაზე. კარგად ჩანს, რომ რუსული სტრატეგია საქართველოს ევროპაში შესვლის შეჩერებასა და მის ევროპაში დამკვიდრების ხელშეშლას გულისხმობს, რისი წყალობითაც ქვეყანას ექნებოდა უსაფრთხოება, რომელსაც დემოკრატიული თანამეგობრობის წევრობა მოუტანდა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, სადაც დაისმება კითხვა ევროპა ან რუსეთი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება, თუმცა ქართველმა ხალხმა და ახალგაზრდობამ იცის, საით უნდა წავიდეს.

„ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, რომელიც ნამდვილი პასუხი იქნება იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება, სადაც დაისმება კითხვა ევროპა, ან რუსეთი და ამ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა შეძლებს გააკეთოს არჩევანი იმაზე, თუ რომელ მხარეს სურს წასვლა. ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება, ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი, რადგან ჩვენ მუდმივად გადამწყვეტი მომენტები გვაქვს. ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ მოსახლეობამ, ქართველმა ახალგაზრდობამ იცის თუ საით მიდის და იცის საით უნდა წასვლა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა