მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში
საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით

გიორგი ვაშაძე მინისტრს - თქვენ არ ხართ შს მინისტრი, თქვენ იცავთ მხოლოდ ივანიშვილს

19.04.2024 ნახვები: 423

თქვენ ერთი რამე გჭირთ - ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან. თქვენ არ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენ იცავთ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი დღეს საქართველოში და უნდა აგოთ ამაზე პასუხი, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს.

ვაშაძის თქმით, მინისტრმა გომელაურმა უწყებაში შექმნა სადამსჯელო ჯგუფები, რომლებიც პარლამენტის წევრებსა და ახალგაზრდებს ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებიან.

„ელისაშვილმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა“- ეს არის კახა კალაძის განცხადება,- თქვენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ეთანხმებით ამ განცხადებას ? მაგრამ ეთანხმებით კი არა, თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმენით სადამსჯელო ჯგუფები და პირადად თქვენი დავალებით ეს სადამსჯელო ჯგუფები უსწორდებიან პარლამენტის წევრებს.

თქვენ შექმენით სადამსჯელო ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროში და სრულად პასუხს აგებთ იმ დანაშაულზე, რომელსაც პოლიციის მუნდირ ქვეშ ამოფარებული მცირე სადამსჯელო ჯგუფები ახორციელებენ მოქალაქეების წინააღმდეგ. ყველა დაკავებული ბოლო აქციების პირობებში ამბობს, რომ თქვენი დავალებით პოლიციის წარმომადგენლები მათ ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებიან. თქვენი დავალებით ახალგაზრდებს შუკა -შუკა დასდევდნენ „რობოკოპების“ თუ სხვადასხვა ფორმებში გადაცმული კრიმინალები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ამის არაერთი კადრია. აგებთ თუ არა პასუხს ამაზე? საზოგადოებას გაეცით პასუხი! თქვენ ერთი რამე გჭირთ- ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან. თქვენ არ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენ იცავთ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი დღეს საქართველოში და უნდა აგოთ ამაზე პასუხი. თქვენ ყველა შემთხვევაში მოგიწევთ პასუხის გება ამ საკითხზე, ვერ გაექცევით ხალხს!

თქვენ არ იცავთ არც ქალთა უფლებებს, არც ახალგაზრდების უფლებებს, არ იცავთ არავის უფლებებს. ქალაქის ცენტრში ცხრილავენ ახალგაზრდებს კრიმინალური დაჯგუფებები. პოლიცია რითაა დაკავებული ?! ახალგაზრდების დასჯით, ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლით. ეს არის თქვენი სახე რეალურად, „ქართული ოცნების“ თავიდან ბოლომდე, ამიტომ მე გეუბნებით რომ თქვენ თქვენი სადამსჯელო ჯგუფებით ვერავის ვერ შეაშინებთ! თქვენი არავის არ ეშინია!“- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ პოლიციელებსაც მიმართა, დაიცვან საკუთარი მუნდირი, რასაც ხმაური მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან.

„რა უფლებით მივმართავ და იმ უფლებით მივმართავ, რომელიც ახალგაზრდებმა მთხოვეს და დამაბარეს თქვენთანაც მათ შორის. ნუ ყვირით, დაიწყნარეთ ნერვები!

ეს ადამიანი თქვენ გაძლევთ მუდმივად უკანონო ბრძანებებს, ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს და გადადით ხალხის მხარეს! თქვენ ყველას გყავთ ოჯახის წევრები. მეორე მხარეს შეიძლება თქვენი ბავშვები არიან, რომლებზე უკანონო ანგარიშსწორებასაც გავალებთ ეს ადამიანი. ის არ არის შინაგან საქმეთა მინისტრი, არის ბიძინას დაცვის უფროსი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა