მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში
საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით

ვახტანგ გომელაური - ნათლად ჩანდა, ვინ ძალადობდა - შეიძლება ბევრი იყო ოპოზიციიდან

19.04.2024 ნახვები: 450

ელისაშვილის შემთხვევაზე ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო - მე რომ შეფასებები გავაკეთო იტყვით, რომ "აი, თქვენ გამოძიებაზე გავლენას ახდენთ", ამიტომ მეტს არაფერს ვიტყვი, დაველოდოთ გამოძიებას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, რითაც პოლიციელების მიერ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გამოძიება დაადგენს რატომ და როგორ მოხდა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, აქციაზე იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ განცხადებების კეთებით შემოიფარგლებოდნენ, მაგრამ ასევე იყვნენ ისინიც, რომლებიც ძალადობდნენ და პოლიციასთან კონფლიქტში თავად შედიოდნენ.

„ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა რომ ორი სიტყვა ვთქვა, წეღან თქმა არ მაცალეს. ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა. გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, რომ ან ეს იყო, ან ესე იყო, ესე მოუვიდა, ისე მოუვიდა, იმან გადაამეტა, ამან გადაამეტა. გამოძიება დაწყებულია და მერე მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რომ თქვენ ესე თქვით და ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზე, სასამართლოზე და ა.შ. დაველოდოთ. კადრებში ნათლად ჩანდა თუ რა ხდებოდა რეალურად და გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი, ვინ ძალადობდა ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო. ბევრი იყო შეიძლება ოპოზიციიდან. მე არ ვიძახი ყველაზე, რომ ყველა ძალადობდა, ვთქვათ ოპოზიციის ლიდერები. ნორმალურად იყვნენ, განცხადებას აკეთებდნენ და ეს ნორმალურია, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იყო ეგრე, მაგრამ იყვნენ ადამიანები. რომლებიც ძალადობდნენ და მოუწოდებდნენ, თვითონ შედიოდნენ პოლიციასთან კონფლიქტში, შეურაცხყოფას აყენებდნენ. დაველოდოთ“, - განაცხადა გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა