მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში
საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით

სუს-ი - ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს

19.04.2024 ნახვები: 404

ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს, - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, რუსეთი სამხედრო პორტს შავ ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს.

„აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს. გასათვალისწინებელია, რომ ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, მოცემულ ეტაპზე იქ რუსეთის სამხედრო ფლოტის მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება/მათი მომსახურება ნაკლებად სავარაუდოა. ამასთან, საანგარიშო წელს ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ დაფიქსირებულა“, - წერია სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

სოხუმის აეროპორტის საკითხთან დაკავშირებით, ანგარიშში წერია, რომ სოხუმის აეროპორტის მშენებლობის საკითხი ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში უნდა იქნას განხილული, ვინაიდან, უწყების ვარაუდით, აეროპორტი რუსეთის მართვაში იქნება, რომელიც დამატებითი ბერკეტი იქნება რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერებისთვის.

„სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი საოკუპაციო ძალის ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან, მაღალი ალბათობით, აეროპორტის მართვის უფლება დიდწილად რუსეთის ფედერაციის ხელში იქნება. აღნიშნული კი რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი გახდება რეგიონში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა