პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები

ნახვები: 521 ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები

მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები, რათა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სისტემური რეპრესირება მოახდინონ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო.

მისი თქმით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ვითარებას.

“ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონმდებლობით და მისი პირველი მოსმენით მიღებით, განსაკუთრებით იმით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედია ორგანიზაციებს იღებს სამიზნეში და მათ სტიგმატიზაციას ახდენს. ვფიქრობთ, რომ ეს ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვითარებას, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროტესტს და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ თავისუფლებასა და მშვიდობიან შეკრებას, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ნებისმიერ ესკალაციას ან ძალადობრივ ქმედებებს…

ჰიპოთეტიურზე სპეკულირებას არ მოვახდენ [სანქციებთან დაკავშირებით]. რაც შეეხება რუსეთს, მე ვთქვი, რომ მსგავს კანონებს იყენებს კრემლი. არა მხოლოდ კრემლი, არამედ სხვა რეპრესიული მთავრობები, რათა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და სისტემური რეპრესირება მოეხდინათ. არ მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის კანონმდებლობა შეესაბამება გამჭვირვალობის გაზრდის საჯაროდ დასახელებულ მიზანს”, - განაცხადა პატელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა