ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

არჩილ თალაკვაძე - კონკრეტული ჯგუფები მშვიდობიანი მანიფესტანტების გამოყენებას ცდილობენ, მოქალაქეები ფხიზლად უნდა იყვნენ

18.04.2024 ნახვები: 430

სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა მოქალაქეები იმ ჯგუფებს უნდა დააკვირდნენ, რომლებიც მშვიდობიანი მანიფესტანტების გამოყენებას ცდილობენ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე იმას ცდილობენ, ქვეყანაში რა აირიოს და სად მოხდეს დაპირისპირება.

„სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა მოქალაქეები იმ ჯგუფებს უნდა დააკვირდნენ, რომლებიც მშვიდობიანი მანიფესტანტების გამოყენებას ცდილობენ.

მოქალაქეები ფხიზლად უნდა იყვნენ და ამ ჯგუფებს თვალი მიადევნონ. გუშინ ნიკა გვარამია და ნიკა მელია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ და საყვედურობდნენ, ახალგაზრდებს არ შეგვხვდაო. პრემიერი ახალგაზრდებს ყველა უნივერსიტეტში ხვდება და მას ახალგაზრდებთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ისეთი ახალგაზრდები, როგორებიც ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან, რომლებიც ყოველდღე იმას ცდილობენ, ქვეყანაში რა აირიოს და სად მოხდეს დაპირისპირება, რა თქმა უნდა, იმ პასუხს იმსახურებენ, რაც გუშინ მიიღეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაშავებას და აღნიშნა, რომ პირველები სწორედ თავად და მამუკა მდინარაძე იყვნენ, რომლებმაც თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდეს, რომ ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით შურისძიება არ ყოფილიყო.

„პირველი სწორედ მამუკა მდინარაძე და ჩვენ ვიყავით, ვინც მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის მხარდაჭერებს, რომ არავითარი შურისძიება ამასთან დაკავშირებით არ იქნება. შურისძიება ამასთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ ჩვენც იმავე ღირებულების მატარებლები ვართ და თითქოს ისე ვიქცევით, როგორც მოიქცა ალეკო ელისაშვილი.

მამუკა მდინარაძემ კომიტეტზე აჩვენა თავისი სტანდარტი. ამ ძალადობრივ თავდასხმას მან პასუხი იქ გასცა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა