პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე - თბილისში პოლიციამ, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყო მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა

ნახვები: 456 Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე - თბილისში პოლიციამ, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყო მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა

საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს მისი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი გამოხატოს და გამოიყენოს სპეცრაზმი, რათა დაარბიოს და თვითნებურად დააკავოს მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით, - ამის შესახებ Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევი აცხადებს.

„რისი მოწმეც გუშინ თბილისში გავხდით, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის მიმართ მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მისი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი გამოხატოს და გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიოს და თვითნებურად დააკავოს მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით. რამდენჯერმე ნახეს პოლიცია, როგორ მისდევდა და სცემდა გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით, ალყაში აქცევდა მათ და უმოწყალოდ სცემდა, - აღნიშნავს დენის კრივოშეევი.

მისი თქმით, პოლიციამ თბილისში გუშინ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა.

„პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყო მშვიდობიანი დემონსტრაციას, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა. მოვუწოდებთ სწრაფი, მიუკერძოებელი და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისკენ გამოყენებული ძალის ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებისთვის, რომლებმაც ძალა გამოიყენეს. ჩვენ ასევე შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტურია და საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, - აღნიშნულია დენის კრივოშეევის განცხადებაში.

მისი თქმით, Amnesty International-ი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც თავისუფლების უფლების შეზღუდვისკენაა მიმართული და "აშკარად მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მათი საქმიანობის შეზღუდვას".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა