თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

Reuters - „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას

ნახვები: 564 Reuters - „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების გზას და საპროტესტო აქციებს იწვევს, - ამის შესახებ Reuters-ის სტატიაშია აღნიშნული.

გამოცემა წერს, რომ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 33 წლის შემდეგ დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას.

„პარლამენტის წინ, კანონპროექტის 10 000-მდე მოწინააღმდეგე შეიკრიბა. რამდენიმე ათასმა მომიტინგემ მთავრობის შენობასთან გადაინაცვლა, რომელსაც მკაცრად იცავდა პოლიცია, ისინი კანონპროექტის მთავარ მხარდამჭერთან - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, შეხვედრას მოითხოვდნენ“, - აღნიშნულია სტატიაში.

Reuters-ი წერს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც ავტორიტარიზმსა და რუსეთთან გადაჭარბებულ სიახლოვეში ადანაშაულებენ, აცხადებს, რომ კანონპროექტი აუცილებელია გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და უცხოელთა მიერ დაწესებული „ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

„საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ციტირებს პრემიერ-მინისტრის კომენტარს, რომლის თქმითაც, დასავლელ პოლიტიკოსებს კანონპროექტის წინააღმდეგ არც ერთი მართებული არგუმენტი არ წარმოუდგენიათ და მათი განცხადებები მთავრობას აზრს ვერ შეაცვლევინებს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის როლი უმეტესად ფორმალურ ხასიათს ატარებს, განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში მას ვეტო-ს დაადებს. მაგრამ მისი ვეტოს დაძლევა შეუძლია“, - აღნიშნულია სტატიაში.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა