პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

მეუფე გრიგოლი - შეწყდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები

ნახვები: 493 მეუფე გრიგოლი - შეწყდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები

შეწყდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები - თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა და შესაძლო მძიმე შედეგების აცილება ჩვენი შვილებისა და საქართველოსთვის, - ამის შესახებ მეუფე გრიგოლის განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც მეუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოებრივი პროტესტიდან გამომდინარე უნდა შეწყდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები.

მეუფე მიიჩჩნევს, რომ გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას.

მიტროპოლიტი გრიგოლი თხოვნით მიმართავს ხელისუფლებას, „თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა და შესაძლო მძიმე შედეგების აცილება ჩვენი შვილებისა და სრულიად საქართველოსთვის“.

„ჩვენი სამშობლო და მისი სახელმწიფოებრიობა, თავისი უახლესი ისტორიის მანძილზე, უმძიმეს და ურთულეს გზას გადის. მიუხედავად ამ გზაზე არსებული სირთულეებისა და განსაცდელისა, საქართველო მაინც შეუპოვრად მიიწევს წინ!

ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე ვინმემ მარტივად და იოლად გაიარა ცივილიზაციის მოცემული ეტაპი. ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ზეგარდამო კურთხევა, ხოლო გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხალხის ნებას, რის აღსრულებასაც ხალხი მიანდობს თავის რჩეულებს.

ეს რჩეულნი დღეს არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის წევრები და ქვეყნის მთავრობა, ე.ი. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უდიდესია ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობის ტვირთი ისტორიისა და საკუთარი ხალხის წინაშე!

საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლში აღიარებული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში, რითაც ასევე ხაზგასმულია ამ უმნიშვნელოვანესი უხუცესი ინსტიტუტის ისტორიული პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე.

შექმნილი მდგომარეობა, მაღალი სულიერი პასუხისმგებლობის ტვირთი და წარსულის მძიმე გამოცდილება მავალებს, რომ მოგმართოთ, როგორც ერთმა თქვენგანმა და თქვენ შორის უკანასკნელმა:

ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში.

მიმაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას; მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს.

პატივცემულო ხელისუფლების წარმომადგენელნო, მდაბლად მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით:

თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა და შესაძლო მძიმე შედეგების აცილება ჩვენი შვილებისა და სრულიად საქართველოსთვის.

მჯერა, თქვენ შეძლებთ დაძლიოთ პიროვნული წყენები! მჯერა თქვენი ქრისტიანული დიდსულოვნებისა!

ამ დიდმარხვაში, მოახლოებული ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის ზღურბლზე მყოფთ, ყველას გვმართებს ურთიერთმიტევება და მოყვასისათვის თავის დადება და არა პირიქით!

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!

ღმერთმა დალოცოს ჩვენთა წინაპართა უკვდავი სულები!

ღმერთმა დალოცოს ქართული სახელმწიფო!

ქრისტესმიერ საყვარელნო, მომავალი თქვენია!“ , -ნათქვამია მეუფე გრიგოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა