პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ლევან ხაბეიშვილი - ეს კანონი ქართველ ხალხს არ სჭირდება

ნახვები: 561 ლევან ხაბეიშვილი - ეს კანონი ქართველ ხალხს არ სჭირდება

ასი ათასობით ახალგაზრდა აპროტესტებდა კანონს შარშან და აპროტესტებს დღესაც, ივანიშვილის პარტია კი ხელის გადაგრეხით ესაუბრება ახალგაზრდებს, საზოგადოებას , - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არავის სჭირდება, რაც დღევანდელმა დღემაც აჩვენა.

“დღევანდელმა დღემაც, ფაქტობრივად შვიდ - საათიანმა პროცესმა აჩვენა ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ეს კანონი საზოგადოებას არ აერთიანებს, ეს კანონი ქართველ ხალხს არ სჭირდება, ეს კანონი ვერ უზრუნველყოფს ვერცერთი ადამიანის სიკეთეს, ერთი ადამიანი კი არ მოიძებნება, მაგრამ სამაგიეროდ უზრუნველყოფს საქართველოს დაშორებას ევროკავშირისგან. საქართველოს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილსა და მისი ხელისუფლებას ასე ღიად უჭირთ თქმა, რომ არ უნდათ ევროკავშირი, მაგრამ შეფარვით, მათ შორის ამ კანონითაც, რომელიც ვერ წაიკითხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ვერ წაიკითხეს აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტში, ვერ გაიგო ევროკავშირის ელჩმა, გერმანიის კანცლერმა, პოლონელებმა, ფრანგებმა, ესტონელებმა. მამუკა მდინარაძეს, ივანიშვილს და კობახიძეს თუ კითხავთ, ისინი გეტყვიან, რომ მხოლოდ ზარქუამ, ყაველაშვილმა და ხუნდაძემ გაიგო ეს კანონი, სხვა დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ადამიანი, ვინც ეს კანონი გაიგო და თქვა, რომ პოზიტიურია, სწორია და საქართველოს მოქალაქეს ჭირდება. ამ შვიდი საათის განმავლობაში, თქვენ ხედავთ როგორი დაძაბული სიტუაცია იყო დარბაზში, როგორი დაძაბული სიტუაციაა ზოგადად ქვეყანაში. ასი ათასობით ახალგაზრდა აპროტესტებდა ამ კანონს შარშან და აპროტესტებს დღესაც, ივანიშვილის პარტია კი ხელის გადაგრეხით ესაუბრება ჩვენს ახალგაზრდებს, საზოგადოებას. თუ არ უნდათ საზოგადოების დაქსაქსვა, დაპირისპირება, ხუთ თვეში არის არჩევნები, რატომ უნდათ, რომ აქციები იყოს? რატომ ემუქრებიან ახალგაზრდებს, რომ თავპირს დაალეწავენ, გაზს ასუნთქებენ და ცივი წყლის ჭავლით დაშლიან? რატომ აკეთებენ ამას? არ არსებობს ამაზე პასუხი გარდა ერთისა, მათ აქვთ კონკრეტული დავალება რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ ეს კანონპროექტი გაიტანონ. აფხაზეთშიც იგივე დაავალეს და კითხვა დავსვი ამ პარალელზე, მაგრამ პასუხი არ აქვთ. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ამით დასავლეთ ეუბნება, რომ მისი გავლენის ქვეშაა საქართველო, რომ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი. რა ვუთხარი ამ ფულს, მონობას, თორემ ალბათ ამას არ გააკეთებდნენ, ამიტომ ახლა მზად არიან ეს გააკეთონ.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ეს არ არის პარტიული აქციები, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მხარდამჭერი ხართ, ვინ მოგწონთ და ვინ არა, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

დღეს კალაძემ საბჭოთა კავშირს შეადარა ევროპა და ამერიკა. ამბობს, რომ არანაირი სხვაობა მათ შორის არ არის და როგორი დავალებაც „ცეკადან“ მოდიოდა, იგივე დავალება მოდის დასავლეთიდანო. ამ ადამიანებს არ სურთ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, ქვეყანაში არ იყოს დემოკრატია, არ იყოს თავისუფლება. საბოლოო ჯამში თავად კალაძეს, ივანიშვილს სურთ იყვნენ ამ ქვეყანაში, იშოვონ მილიონები და ქართველი ხალხი წავიდეს ემიგრაციაში, მაგრამ ეს არ გამოუვათ.

საქართველოს მოქალაქეებს მინდა მივმართო - უმნიშვნელოვანესია თქვენი ხმაც, თქვენი პროტესტიც, რომ გააგებინოთ იმათ, ვისაც არ უნდა იმ სიმართლის გაგება, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია“მ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა