ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

ლაშა ტუღუში - მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცეს

15.04.2024 ნახვები: 461

მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ააფეთქებს საქართველოს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ლაშა ტუღუში იმედოვნებს, რომ მიმდინარე პროტესტი შედეგს გამოიღებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ააფეთქებს საქართველოს ევროპულ მომავალს. ეს აშკარად ჩანს. თუ ვინმეს ადრე ეჭვი ეპარებოდა, ბოლო შეფასებებმა, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში გაკეთდა, გახსნა ფრჩხილი. საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არის ის კანონპროექტი, რომელიც ევროპისკენ გზას გადაკეტავს.

იმედი მაქვს, რომ ამ პროტესტს თავისი შედეგი ექნება. ძნელია ივარაუდო, რას იზავს „ქართული ოცნება“, რა ნაბიჯებსაც დგამს ბოლო პერიოდში სხვადასხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით, როგორი დამაზიანებელი კანონპროექტები შემოიტანეს - ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული, თუმცა ვისურვებდი, რომ მათ ეს არ გააკეთონ, თორემ დააზიანებენ ქვეყანასაც და თავიანთ თავსაც“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ , რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა