უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ჯონ კირბი - ის, რაც ისრაელმა გუშინ აჩვენა, იყო წარმოუდგენელი უნარი თავის დასაცავად

ნახვები: 563 ჯონ კირბი - ის, რაც ისრაელმა გუშინ აჩვენა, იყო წარმოუდგენელი უნარი თავის დასაცავად

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ მიიჩნევს, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე უნდა გადაიზარდოს უფრო ფართო ომში, ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ABC-ის გადაცემა Meet the Press-ში საუბრისას, კირბის ჰკითხეს, მოსალოდნელი არის თუ არა შემდგომი ესკალაცია.

„პრეზიდენტს არ სჯერა, რომ ეს ამ მიმართულებით წავა. ის, რაც ისრაელმა გუშინ აჩვენა, იყო წარმოუდგენელი უნარი თავის დასაცავად, უბრალოდ, მათი სამხედრო უპირატესობა გუშინ საკმაოდ აღსანიშნავი იყო. ძალიან ცოტამ მიაღწია ისრაელის საჰაერო სივრცემდე და მიყენებული ზიანი იყო ძალიან მცირე. პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ გვინდა ესკალაცია. უახლოესი საათები და დღეები ბევრ რამეს გვეტყვის“,- განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“.

დღეს ირანში განაცხადეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია დასრულებულია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა