კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა - „ნაპოლიმ“ „ფროზინონე“ ვერ დაამარცხა

ნახვები: 574 კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა - „ნაპოლიმ“ „ფროზინონე“ ვერ დაამარცხა

„ნაპოლიმ“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, იტალიის ჩემპიონატში გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ უმასპინძლა – შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო გიორგი კვერნაძე სტუმართა განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.

ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად მე-10 წუთზე სცადა გოლის გატანა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. მე-13 წუთზე კვარაცხელამ მეკარესთან პირისპირ ვიქტორ ოსიმენი გაიყვანა – ნიგერიელმა თავდამსხმელმა მეკარეს ვერ აჯობა.

„ნაპოლი“ მე-16 წუთზე დაწინაურდა – მატეო პოლიტანოს დარტყმის შემდეგ „ფროზინონეს“ მეკარეს გუნდის გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. რამდენიმე წუთში კარში კვარაცხელიამ დაარტყა, მაგრამ ტურატიმ ამჯერად საიმედოდ ითამაშა. 30-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მატიას სოულის მიერ დარტყმული პენალტი მერეტიმ აიღო.

„ფროზინონემ“ ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა -​ სოულიმ ნეაპოლელთა მერეტის გადაცემა ჩაჭრა და ბურთი ვალიდ ხედირას გადააწოდა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა.

ამის შემდეგ ხვიჩამ სცადა გოლის გატანა, მაგრამ პირველ შემთხვევაში მისი დარტყმული კარს ოდნავ ასცდა, მეორედ კი „ფროზინონე“ მეკარემ გაადაარჩინა. 64-ე წუთზე კვარაცხელიამ საგოლე პასი მიითვალა – ქართველმა ფეხბურთელმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, კარის წინ დარჩენილმა ვიქტორ ოსიმენს ბურთს ფეხი მიარტყა და „ნაპოლი“ დააწინაურა – 2:1. მაგრამ 72-ე წუთზე „ფროზინონეს“ სწრაფი კონტრშეტევა კვლავ ხედირამ დააგვირგვინა და ანგარიში მეორედ გაათანაბრა.

75-ე და 76-ე წუთებზე ისევ კვარაცხელიამ სცადა „ნაპოლის“ დაწინაურება, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეკარე ტურატიმ საიმედოდ ითამაშა.

32 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 49 ქულით მე-8 ადგილზე დარჩა „ფროზინონე“ (27) მე-17 პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა