ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შეხვდება

14.04.2024 ნახვები: 454

ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე ერთიანი დიპლომატიური პასუხის შესათანხმებლად, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს G7-ის ლიდერებს შეხვდება.

„ჩემი გუნდი ჩაერთვება განსახილველად თავის კოლეგებთან რეგიონის მასშტაბით. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვიქნებით ისრაელის ლიდერებთან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ გვინახავს თავდასხმები ჩვენს ძალებზე ან ობიექტებზე, ჩვენ ვიქნებით ფხიზლად ყველა საფრთხის მიმართ და ვიმოქმედებთ ჩვენი ხალხის დასაცავად“,- აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ ისრაელის მხარდასაჭერად გასული კვირის განმავლობაში აშშ-დან ისრაელში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გადაიტანეს.

„ჩემი მითითებით, ისრაელის დაცვის მხარდასაჭერად, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ის სამხედროებმა რეგიონში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო გამანადგურებლები გადაიტანეს. ამ განლაგებისა და ჩვენი სამხედროების არაჩვეულებრივი ოსტატობის წყალობით, ჩვენ დავეხმარეთ ისრაელს, ჩამოეგდო თითქმის ყველა შემავალი დრონი და რაკეტა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა