ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს

14.04.2024 ნახვები: 406

ისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს. ისრაელის მედიის ცნობით, სხდომა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გაიმართება.

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების მოთხონით, საბჭოს პრეზიდენტს წერილი გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაუგზავნა.
წერილში ერდანმა სთხოვა საბჭოს, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა