უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

დონალდ ტრამპი - განვიხილავთ უკრაინისთვის დახმარების სესხის სახით გადაცემას და არა საჩუქრად

ნახვები: 563 დონალდ ტრამპი - განვიხილავთ უკრაინისთვის დახმარების სესხის სახით გადაცემას და არა საჩუქრად

განვიხილავთ უკრაინისთვის დახმარების სესხის სახით გადაცემას და არა საჩუქრად, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ახლა ჩვენ ვაგრძელებთ მილიარდობით დოლარის ღირებულების საჩუქრების გაცემას და ამ საკითხს ვიკვლევთ. თუმცა, ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ევროპა უფრო აქტიურად იყოს ჩართული და გასცეს თანხები. მათ უნდა მისცენ რაღაც შესაფერისი, თუ ეს ასე არ მოხდება, ძალიან სამწუხარო იქნება, რადგან ეს მათ უფრო მეტად ეხებათ, ვიდრე ჩვენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის ყოფილა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯონსონი „ძალიან დიდ საქმეს“ აკეთებს ძალიან რთულ პირობებში.

ტრამპმა ისრაელში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა.

„ის, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ ხდება ისრაელთან დაკავშირებით, შეიძლება, დასრულდეს მსოფლიო ომით. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ვერ აწყობს ორ წინადადებას. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ვერ პოულობს კიბეებს სცენიდან. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელმაც არ იცის, რას აკეთებს და ჩვენ შეიძლება, აღმოვჩნდეთ მსოფლიო ომში. ჩვენ შვიდ თვეზე უფრო ცოტა დრო დაგვრჩა 5 ნოემბრამდე, თუმცა ეს დრო უსასრულოა, როცა ხალხი არაკომპეტენტურია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა