ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

ენტონი ბლინკენი - აშშ დადგება ისრაელის გვერდით ირანის მხრიდან ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ

11.04.2024 ნახვები: 397

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დადგება ისრაელის გვერდით ირანის მხრიდან ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბლინკენმა და გალანტმა ასევე განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გზით.

„მდივანი ბლინკენი მიესალმა ისრაელის ბოლოდროინდელ განცხადებებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით და გაიმეორა, რომ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა World Central Kitchen-ის თანამშრომლებზე თავდასხმა, არასდროს არ უნდა განმეორდეს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ისრაელი სწრაფად შეასრულებს თავის ვალდებულებებს ჰუმანიტარული დახმარების საკითხთან დაკავშირებით და რომ ეს ვალდებულებები დროთა განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა