ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი ახლა მიზანშეწონილი არ არის

11.04.2024 ნახვები: 391

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი ახლა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ის პრეზიდენტის თანამდებობას არ იკავებს.

„ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან არანაირი კავშირი არ ყოფილა და ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ახლა მისი უკრაინაში ვიზიტი არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რადგან ის არ არის პრეზიდენტი“, – ნათქვამია ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლების განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა არა ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ომის 24 საათში დასრულებას შეძლებს.

ცნობისთვის, ზელენსკიმ აქსელ სპრინგერის მფლობელობაში არსებულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში ვიზიტით დაინტერესდა, თუმცა თარიღი არ დაუსახელებია. ამასთან, როგორც ზელენსკიმ ინტერვიუში აღნიშნა, მზად არის, მოისმინოს ტრამპის გეგმა, რომელიც მას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აქვს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა