ვოლოდიმირ ზელენსკი - სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - დღეს ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აგვყავს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს შესახებ ანგარიშს კენჭს დღეს უყრის
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსაც ხომ არ უწევს უკრაინის მიმართ პოზიციის გადახედვა? ნეტავ!
ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

თიბისი „კანის ლომები 2024-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია

10.04.2024 ნახვები: 461

თიბისი „კანის ლომები 2024-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო შემოქმედებით ინდუსტრიაში.

საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი წელს რიგით მეცხრედ ტარდება. თიბისი 2015 წლიდან ამ ღონისძიების მხარდამჭერია. წლევანდელ კონკურსში მონაწილეების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველობისთვის ერთმანეთს 250-ზე მეტი გუნდი 6 კატეგორიაში შეეჯიბრება. ესენია: დიზაინი, დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი, ფილმი, პიარი. წელს პირველად შეჯიბრს ახალი კატეგორია, პიარი დაემატება.

კონკურსი 12 აპრილს დაიწყება, გამარჯვებული გუნდები კი 20 აპრილს გამოვლინდებიან. კონკურსში გამარჯვებულები ივნისში, კანში საქართველოს სახელით იასპარეზებენ, თავიანთ პოტენციალს ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანენ და მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს შეეჯიბრებიან.

თიბისის მხარდაჭერით დაჯილდოების დღეს მოეწყობა ინსპირაციული სცენა, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიის ვარსკვლავებს გააერთიანებს — ისინი დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

თიბისი მიზნად ისახავს ახალი თაობის შესაძლებლობების გაფართოებას, აძლევს საშუალებას მიიღონ განსხვავებული პროფესიული გამოცდილება და გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა, რითაც ხელს უწყობს კრეატიული ინდუსტრიის განვითარებასა და შემოქმედებითი კულტურის ჩამოყალიბებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა