ვოლოდიმირ ზელენსკი - სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - დღეს ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აგვყავს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს შესახებ ანგარიშს კენჭს დღეს უყრის
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსაც ხომ არ უწევს უკრაინის მიმართ პოზიციის გადახედვა? ნეტავ!
ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტს მივიღებთ

10.04.2024 ნახვები: 442

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე იქნება მიღებული. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო, მე-14, პაკეტზე მუშაობა და ივარაუდა, რომ ის გაზაფხულზე იქნება მიღებული.

“ის, სავარაუდოდ, შემზღუდველი ზომების ფართო სიას მოიცავს გვერდის ავლასთან ბრძოლაზე ძლიერი აქცენტით - მაგალითად საზღვაო სექტორში, ვინაიდან, რუსეთი ნავთობის ექსპორტზე ფასების ზედა ჭერის დარღვევის გაგრძელებას ცდილობს”, - განაცხადა დომბროვსკისმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისია ევროპის ფარგლებს მდებარე დასავლური ქვეყნების შვილობილი კომპანიების მეშვეობით სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის წინააღმდეგობის საშუალებებს შეისწავლის.

“ვაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე და მათზე, ვინც მას ბრძოლის ველზე უჭერს მხარს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. პუტინის მეგობრების დევნას გავაგრძელებთ. და იმათ დევნას გავაგრძელებთ, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება ან მის სამხედრო არსენალს ავსებს”, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა