ვოლოდიმირ ზელენსკი - სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - დღეს ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აგვყავს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს შესახებ ანგარიშს კენჭს დღეს უყრის
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსაც ხომ არ უწევს უკრაინის მიმართ პოზიციის გადახედვა? ნეტავ!
ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

დევიდ ქემერონი - აშშ-შ ჩამოვედი, როგორც ამ ქვეყნის დიდი მეგობარი, მჯერა, უკრაინისთვის სახსრების გამოყოფა თქვენს ინტერესებშია

10.04.2024 ნახვები: 480

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, მას სჯერა, რომ უკრაინის დახმარება აშშ-ის ინტერესებშია.

ამის შესახებ ქემერონმა თავის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქემერონის თქმით, აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი, რადგან დღეს უკრაინისთვის ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

„მე აქ არ ჩამოვსულვარ ლექციების წასაკითხად, ვინმესთვის სათქმელად, რა გააკეთონ ან აშშ-ის პოლიტიკურ თუ სხვა პროცესებში ჩასარევად. აქ ჩამოვედი, როგორც ამ ქვეყნის დიდი მეგობარი და ადამიანი, ვისაც ამ ქვეყნის სჯერა. მჯერა, ამ სახსრების გამოყოფა თქვენს ინტერესებშია, თქვენი უსაფრთხოების, მომავლის და ყველა თქვენი პარტნიორის მომავლის ინტერესშია“, – განაცხადა ქემერონმა.

აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენთან შეხვედრამდე დევიდ ქემერონი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას ქემერონმა განაცხადა, რომ ტრამპთან განიხილებოდა გეოპოლიტიკური საკითხები, მათ შორის, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ომი უკრაინაში. დევიდ ქემერონმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

როგორც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის განცხადებაშია საუბარი, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა განიხილეს „აუცილებლობა, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა შეასრულონ თავდაცვის ხარჯების თაობაზე ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში დაგეგმილი არჩევნები, „ბრექსიტთან“ დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები და უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერების გზები“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა