კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry
Enemy sabotage activity in Chernihiv and Sumy regions may increase — Demchenko
Russia awards commander of ship that fired flares at Danish Air Force helicopter

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 33 წელი შესრულდა

ნახვები: 1057 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 33 წელი შესრულდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობასთან დილიდან იკრიბებიან პოლიტიკოსები, დიპლომატები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.

მათ დაღუპულთა მემორიალთან ყვავილები მიაქვთ და 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

მათი განცხადებით, 9 აპრილი არის ტრაგიკული და ამავე დროს, უაღრესად მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში, რაც ყველას უნდა ახსოვდეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა