უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მირჩა ჯოანა - ევროკავშირის არჩევნების ფონზე რუსეთის კიბერშეტევები და დეზინფორმაცია გააქტიურდება

ნახვები: 563 მირჩა ჯოანა - ევროკავშირის არჩევნების ფონზე რუსეთის კიბერშეტევები და დეზინფორმაცია გააქტიურდება

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანას განცხადებით, ალიანსი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთი გაააქტიურებს კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციის კამპანიებს ევროპულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის და მოსკოვისთვის უფრო მომგებიანი პოლიტიკური ძალებისთვის უკეთესი შედეგების უზრუნველყოფის მიზნით, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Digi24-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მირა ჯოანას თქმით, იმის გასაცნობიერებლად, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსული გავლენის მცდელობები, უნდა შეხედო, რა ხდება მოლდოვაში.

"უნდა ველოდოთ რუსეთის დეზინფორმაციას და კიბერშეტევებს ევროპულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებში. საპრეზიდენტო არჩევნებში (რუმინეთში) არც კი მინდა ვიფიქრო, რა მოხდება პროდასავლური ძალების გამარჯვების ხელის შეშლისა და ხელისუფლებაში უფრო ხელსაყრელი ვინმეს მოყვანის მცდელობაში“, - განაცხადა მირჩა ჯოანამ, რომელიც რუმინეთის წარმომადგენელია.

მისი თქმით, „რუსეთი და სხვები“ შეეცდებიან დაეხმარონ იმ ძალებს, რომლებიც, შესაძლოა, აუცილებლად პრორუსული არ არიან, მაგრამ ანტიდასავლური არიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა