უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

პაატა მანჯგალაძე - იმედია, „ქართულ ოცნებაში“ არ იტყვიან, რომ „ფეისბუქი“ და ცუკერბერგი „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშაა

ნახვები: 561 პაატა მანჯგალაძე - იმედია, „ქართულ ოცნებაში“ არ იტყვიან, რომ „ფეისბუქი“ და ცუკერბერგი „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშაა

მე მგონი, „ქართული ოცნების“ ფანტაზია იქამდე არ მივიდა, რომ ცუკერბერგს დააბრალოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა. იმედია, საღი აზრის ლოგიკა შერჩა ვინმეს „ქართულ ოცნებაში" და არ იტყვიან, რომ "ფეისბუქი" და ცუკერბერგი არის "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც "ფეისბუქის" მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციების დაბლოკვაზე "ქართული ოცნების" წევრების შეფასებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პრიმიტიული პროპაგანდაა, რომ რაც ქვეყანაში ხდება, ოპოზიციას დააბრალოს.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, ამ კანონის ევროპული და ფრანგული ანალოგი პირდაპირ ამბობს, რომ არ ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და "ქართული ოცნება" ვერ ასხვავებს ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე.

"მაშინ მე მინდა აქედან დავუსვა კითხვა მამუკა მდინარაძეს, თუნდაც ირაკლი კობახიძეს - ვინ არის მტერი - ჩვენი დასავლეთი პარტნიორები, ევროკავშირი თუ რუსეთი? ეს არის მარტივი საკითხი. ეს კანონპროექტი არ მოსწონს არც ერთ ჩვენს პარტნიორს, არ მოსწონს სტოლტენბერგს და მოსწონს პესკოვს. კანონი რუსულია თუ ევროპული? ჩვენ ნუ გვიმტკიცებენ ამას, ჩვენ პარტნიორებს აუხსნან ეს კანონი თუ აქვთ ამის რესურსი. ჩვენთან ახსნას აზრი არ აქვს. მე ზუსტად ვიცი, კანონი, რომელიც მოსწონს პესკოვს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, კანონებს, რომელიც არ მოსწონს ჩვენს პარტნიორებს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. "ქართული ოცნება" პირდაპირ ვერ ბედავს უარს ევროპაზე და რომ დაიხუროს საბოლოოს ევროპის კარი, იმისთვის არის შემოგდებული ეს კანონი," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა