ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia
Svyrydenko: 25 companies join Ukraine's private air defense initiative
Ukraine announces ceasefire from May 6, awaits reciprocal steps from Russia – Zelensky
Russia declares unilateral 'ceasefire' on May 8-9

პრემიერი - საფეხბურთო მატჩებზე დასწრებისთვის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული

08.04.2024 ნახვები: 452

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკის სამინისტროს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთათვის, დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად მუშაობის დაწყება სთხოვა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა და როგორც აღნიშნა,მნიშვნელოვანია, „ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული“.

„როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გამართავს. უკვე ძალიან დიდი მოთხოვნაა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, თვითმფრინავის ბილეთებზე ფასები გაიზარდა. რიგ შემთხვევაში, რამდენჯერმე გაიზარდა ფასები. მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, მით უკეთესია ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო მატჩებზე ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ რა წვლილის შეტანაც შეგვიძლია მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს უზრუნველყოფილი მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ დაბალი ფასებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა