კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე - ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი

ნახვები: 574 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე - ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც შარშანდელ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს ეფუძნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაშია აღნიშნული.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ევროპული გზიდან საქართველოს ჩამოცილების რისკს ქმნის.

„კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას სარგებელი მოაქვს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ევროპული გზიდან საქართველოს ჩამოცილების რისკს ქმნის. ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა