კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

მამუკა მდინარაძე უცხოელ პარტნიორებს - „შემაშფოთებელია“, „დამაზიანებელია“, „ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის“ - ეს კრიტიკა არის ყალბი“

ნახვები: 575 მამუკა მდინარაძე უცხოელ პარტნიორებს - „შემაშფოთებელია“, „დამაზიანებელია“, „ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის“ - ეს კრიტიკა არის ყალბი“

ჩვენო მეგობრებო, ხაზგასმით ვეუბნებით ამას, წარმოუდგენელი უსამართლობაა, თქვენთან იღებდეთ, აინიცირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გაბედოთ! ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება - თუ ვიღაცას კონკრეტულ ძალებს უნდათ, რომ ფულით მართონ საქართველო, არა, ასე არ იქნება, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, „შემაშფოთებელია", "დამაზიანებელია", "ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის" - ეს კრიტიკა არის ყალბი“.

„სამწუხაროდ, დღეს და გუშინ უკვე მოძლიერდა გარედან ზეწოლა ჩვენი მეგობრების მხრიდან. დიახ, გავუძლებთ და ჩვენს სიმართლეს გავიტანთ ბოლომდე. ოღონდ განსხვავება არის ერთი, შარშანდლისგან განსხვავებით ისინი „რუსულ კანონს“ აღარ უწოდებენ, თუ არ არიან სუბიექტური, ფიზიკური პირები, ეს არის უკვე შედეგი, ასე ვთქვათ. ჩვენ ამითაც კმაყოფილები ვართ, მაგრამ კრიტიკა, რომ "შემაშფოთებელია", "დამაზიანებელია", "ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის", ეს კრიტიკა არის ყალბი. ჩვენ ამის თქმა უნდა გავბედოთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაიძულებენ და აქ მნიშვნელობა აქვს გვაიძულონ, რომ არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა. თავად ევროკავშირში და ევროკავშირის ქვეყნებში არის ინიცირებული, მოქმედებს და განიხილება და ა.შ. დასავლეთში და ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ ეს კანონი არ მიიღოთ.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ წარმოუდგენელი უსამართლობაა. ისევე, როგორც კანდიდატის არ მიღება და არ მოცემა თავის დროზე, წარმოუდგენელი უსამართლობაა. ჩვენო მეგობრებო, ხაზგასმით ვეუბნებით ამას, წარმოუდგენელი უსამართლობაა თქვენთან იღებდეთ, აინიცირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გაბედოთ! ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება. თუ ვიღაცას კონკრეტულ ძალებს უნდათ, რომ ფულით მართონ საქართველო და არა, ასე არ იქნება. საქართველო არის სუვერენული, შემდგარი სახელმწიფო და საქართველოს მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისად, ეს ყველაფერი ღირებულებით ბრძოლაში გადადის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებ, რომ ნუ, გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც ძალიანაც ცუდ რაღაცაში ამხელს კონკრეტულ ადამიანებს, თუ პირთა ჯგუფებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა