საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia

იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ რომ სხვისი ფინანსების გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, ძალიან დიდი კომედიაა

05.04.2024 ნახვები: 470

„ქართული ოცნება“ რომ სხვისი ფინანსების გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, უბრალოდ ძალიან დიდი კომედიაა. ადამიანები ამის მასშტაბს რომ ხედავდნენ, ჩემი აზრით, სიცილისგან ჩაბჟირდებოდნენ, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები"ათასგვარ უაზრო რეპორტებს და ანგარიშებს ამზადებენ" და დარწმუნებულია, რომ მთავრობას მათი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაცია აქვს.

"შენ რომ "ქოცი" ხარ და შენი ფინანსები ისეთია, როგორიცაა და სხვის გაუმჭვირვალობაზე ლაპარაკობ, მით უმეტეს, ამერიკული ან დასავლური ორგანიზაციების, რომლებიც ათასგვარ რეპორტებს აწერინებენ [NGO-ებს], მათ შორის, ხშირად არასაჭიროს და მაგ ხალხზე რომ ამბობ, იმათი გაუმჭვირვალეა და ჩემი გამჭვირვალეო, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი და უფრო მეტი, სასაცილოც არის," - განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის ალტერნატიულ კანონპროექტს, ხვიჩია აღნიშნავს, რომ ესეც "რუსული კანონია".

"ჩემი აზრით, ეს ისეთივე რუსული კანონია, როგორიც "ქოცების" შემოგდებული კანონი. თუ შენ ასეთ აკრძალვას შემოიღებ, რუსები წავლენ და ამერიკის გავლით შემოიტანენ საქართველოში ფულს," - აღნიშნა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა