„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia
Svyrydenko: 25 companies join Ukraine's private air defense initiative

ენტონი ბლინკენი - უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დახმარება

05.04.2024 ნახვები: 480

შეერთებული შტატები და მოკავშირეები აპირებენ, გააორმაგონ ძალისხმევა უკრაინისთვის საჭირო რესურსების გამოსანახად, - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ბოლო თვეებში უკრაინამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მან უკან დახია რუსეთის ფლოტი შავი ზღვიდან, გახსნა გადაზიდვის გზები მსოფლიოში მარცვლეულის გასატანად და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი 2022 წლის თებერვალში რუსეთის აგრესიამდე არსებულ მაჩვენებელს უტოლდება ან აღემატება. ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ მმართველობისა და უსაფრთხოების რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით: უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი დახმარება. ჩვენ დღეს პირდაპირ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასგან, ყოველი დღე, დამატებითი დახმარების გარეშე, უკრაინის დამცველებსა და მის მშვიდობიან მოსახლეობას უფრო დიდ საფრთხეში აყენებს. ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რიგი ქვეყნები ეხმარებიან რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებაში და განაგრძობენ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩინეთი აგრძელებს მასალების მიწოდებას რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდასაჭერად. მას ასევე მხარს უჭერენ ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკა და ირანი და ეს ყველაფერი აძლიერებს პუტინის ომის მანქანას იმ ფონზე, როდესაც ის თავს ესხმის უკრაინელებს და ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოთხოვნა დამატებითი ბიუჯეტის შესახებ.

„უკრაინის დაფინანსების კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი, უსწრაფესი, არის დამატებითი ბიუჯეტის დამტკიცება. ეს იქნება დამატებითი სახსრების დაუყოვნებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც უკრაინას სჭირდება, რათა დაეხმაროს მას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა