უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ანა ბუჩუკური - ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს

ნახვები: 562 ანა ბუჩუკური - ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს

ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ოცნებამ“, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც მის სიტყვას და არც მის დაპირებას ფასი არ აქვს.

„დღეს ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს. აქ იმაზეც კი არ არის საუბარი, ვიღაც ეთანხმება თუ არ ეთანხმება გენდერული კვოტირების პრინციპს. გენდერული კვოტების გაუქმების გადაწყვეტილება, ისევე როგორც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაში დელეგატების შემოღება და მინი-ფეოდალებისთვის საპარლამენტო მანდატების მიყიდვის შესაძლებლობის შექმნა, ცესკოს ლოიალური თავმჯდომარის არჩევა რამდენიმე წლით, არის ერთი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილები. „ოცნების“ თითოეული ამ გადაწყვეტილების მიღმა რეალურად დგას არჩევნების მოპარვის სურვილი. „ოცნება“ ისევ სხვისი ხელით ცდილობს საკუთარი მიზნის მიღწევას - ცესკოს სრულად დაქვემდებარებას და ძალაუფლების გახანგრძლივებას. რაც ერთხელ უკვე გააკეთა „ნაცმოძრაობასთან“ ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის სრულად ჩაბარებით. სინამდვილეში, ამ გადაწყვეტილებით „ოცნებამ“, კიდევ ერთხელ, დაგვიდასტურა, რომ არც მის სიტყვას და არც მის დაპირებას ფასი საერთოდ არ აქვს. დაგვიდასტურა, რომ „ოცნება“ უკვე დამარცხებული პარტიაა, თუმცა მის ყველა წევრს ჯერ ეს გააზრებული არ აქვს. „ოცნება“ კიდევ ბევრჯერ მოახდენს კოლექტიური „ოცნების“ ლუსტრაციას - არჩევნებამდე კიდევ ბევრ რამეს დაერქმევა თავისი სახელი და საზოგადოებისთვის ნათელი გახდება კოლექტიური „ოცნებისა“ და კოლექტიური „ნაცების“ რეალური სახეები და რეალური შემადგენლობა. ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ გახარიას გუნდისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ მოცემული ხმა არ დაიკარგება - იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ ხალხის მიერ მონიჭებული ნდობით და ვიბრძვით ჩვენი ღირებულებებისთვის“,- აღნიშნა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, უმრავლესობა საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს დაუჭერს, „გირჩი“ კი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას „პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხს პირადი თემებისთვის არ გამოიყენებს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა