სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

საფრანგეთის საგარეო მინისტრი - პარიზი ელოდება, რომ პეკინი პარტნიორ მოსკოვს უკრაინის ომის საკითხზე მკაფიო გზავნილით მიმართავს

ნახვები: 487 საფრანგეთის საგარეო მინისტრი - პარიზი ელოდება, რომ პეკინი პარტნიორ მოსკოვს უკრაინის ომის საკითხზე მკაფიო გზავნილით მიმართავს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პარიზი ელოდება, რომ პეკინი პარტნიორ მოსკოვს უკრაინის ომის საკითხზე მკაფიო გზავნილით მიმართავს.

ეს განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ პეკინში ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მან ასევე შეშფოთება გამოთქვა, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო.

„მინდა, გამოვხატო საფრანგეთის შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო და ირანის მიმართ ანალოგიური ბრალდებებისთვის. ეს ნიშნავს კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას. ფსონზე დევს უკრაინის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. როგორც უკვე ვთქვი, ფსონზე ასევე დევს საერთაშორისო წესრიგის სტაბილურობა“, – განაცხადა სეჟურნემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა