საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia

ანა წითლიძე - ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, სასამართლოს ვერანაირი ცალკე აღებული „ვეტინგის“ სისტემა ვერ უშველის

01.04.2024 ნახვები: 451

„ვეტინგი“ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ფუნდამენტური რეფორმების გარეშე სასამართლოს ვერანაირი ცალკე აღებული „ვეტინგის“ სისტემა ვერ უშველის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი.

„ვერ გეტყვით, ვინ შეიძლება იყოს სტენსილების ავტორი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო ხელისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას დღეს არ ჰყავს უფრო დიდი მტერი, ვიდრე ივანიშვილის პარტიაა. ვერაფერი და ვერავინ სასამართლო ხელისუფლებას ავტორიტეტს ვერ ურყევს ისე, როგორც ივანიშვილის პარტია. ხელისუფლების მთავარი მიზანი ახლა უნდა იყოს 9-პუნქტიანი ვალდებულებიდან ერთ-ერთი – სასამართლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა – შეასრულოს და ამ სისტემაში რეფორმები განახორციელოს, გაარღვიოს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურობის 30-წლიანი მანკიერი ტრადიცია. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ ოთხ კორუმპირებულ და სანქცირებულ მოსამართლეს, ფაქტობრივად, ფარად ეფარება ივანიშვილის ხელისუფლება, ყველაფრის ფასად იცავს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება ისეა ერთმანეთში გადაზელილი, რომ ძნელია გარჩევა, რომელი რომელზეა დამოკიდებული ან რომელი რომელს აშანტაჟებს. არცერთ კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ეშინოდეს „ვეტინგის“ სისტემის. „ვეტინგი“ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ, ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, სასამართლოს ვერანაირი ცალკე აღებული „ვეტინგის“ სისტემა ვერ უშველის. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ და ვისწავლოთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ამ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

წითლიძის შეფასებით, იმ მოსამართლეთა პოზიცია, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „ვეტინგის“ სისტემას, მიუთითებს, რომ მათ რაღაცის ეშინიათ.

„სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი მოსამართლეა, რომლებსაც არ აქვთ პრობლება, რომ მათი კეთილსინდისიერება შემოწმდეს. „ვეტინგთან“ დაკავშირებით იმ მოსამართლეთა პოზიცია, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამას, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს აქვთ რაღაც ისეთი, რისიც ეშინიათ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა