საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე არაგვის ხიდზე დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენა მიმდინარე კვირაში დასრულდება

01.04.2024 ნახვები: 479

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება) დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენა მიმდინარე კვირაში დასრულდება და მოძრაობა ორივე ზოლზე გაიხსნება.

მათივე ცნობით, გუშინ აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოქმნილმა საცობმა თბილისისკენ მიმავალ ზოლზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია.

„მიმდინარე წლის 21 მარტს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანდა კონსტრუქციული ნაწილი და საჭიროებდა აღდგენას, ხოლო სამუშაოებიდან გამომდინარე, აღნიშნულ მონაკვეთზე საორიენტაციოდ ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდებოდა. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამუშაოები მიტოვებულია და დროის მცირე პერიოდში შესაძლებელი იყო აღნიშნული სამუშაოების დასრულება, სინამდვილეს არ შეესაბამება. გუშინ ობიექტზე არ იმყოფებოდა მუშა პერსონალი, რადგან მიმდინარეობს ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მიღების პროცესი, რის შემდეგაც ხიდის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და შეზღუდულ ზოლზე მოძრაობა გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხიდი აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში, ლითონის მალის ნაშენზე დამონტაჟებულია რკინაბეტონის ფილები და მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი. შესაბამისად, პერიოდულად ზიანდება ფილა, რაც შემდგომ საჭიროებს რკინაბეტონის სავალი ნაწილის ფილების დაზიანებული ფრაგმენტების დაშლას, ქარგილის მოწყობას, დაზიანებული ფილების კონსტრუქციების არმატურით გაძლიერებას და მაღალი სიმტკიცის ბეტონით შევსებას“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა