კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან "უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება" იპოვეს

ნახვები: 575 რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან "უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება" იპოვეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მათ მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან “უკრაინელ ნაციონალისტებთან კავშირი იპოვეს.” ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

“გამოძიების წინასწარი შედეგები სრულად ადასტურებს ტერორისტების ქმედებების დაგეგმილ ხასიათს, საფუძვლიან მომზადებასა და დანაშაულის ორგანიზატორების მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას. დაკავებულ ტერორისტებთან მუშაობის, მათგან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობების გამოკვლევის, ფინანსური ოპერაციების შესახებ ცნობების ანალიზის შედეგად მიღებულია მათი უკრაინელ ნაციონალისტებთან კავშირების მტკიცებულებები”, - წერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თქმით, მათ „დადასტურებული მონაცემები გააჩნიათ“, თითქოს ტერაქტის შემსრულებლებს უკრაინიდან ფულისა და კრიპტოვალუტის მნიშვნელოვანი თანხები მისდიოდათ.

ცნობისთვის, 22 მარტს მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარ სროლასა და შემდგომ ხანძარს როგორც მინიმუმ 143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 360 დაშავდა. ტერაქტისთვის პასუხისმდებლობა “ვილაიათ ჰორასანმა” აიღო. ტერაქტამდე, რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელება შესაძლოა იგეგმებოდეს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის საელჩოს განცხადებებს “შანტაჟი” უწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა