თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

ჩერგოლეიშვილი: ოცნება ქართველს ისე ხედავს, როგორც რუსმა დახატა - ჩამორჩენილი, ტყიური

ნახვები: 564 ჩერგოლეიშვილი: ოცნება ქართველს ისე ხედავს, როგორც რუსმა დახატა - ჩამორჩენილი, ტყიური

მხოლოდ წინასაარჩევნო ფაციფუცის შესაქმნელად სჭირდება ოცნებას ეს ყველაფერი, - ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი "ქართული ოცნების" ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

"ერთი მესიჯი ექნებათ მშვიდობა. ესაა სიტყვა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს დაკარგული ისეთი ინტენსივობით იყენებენ მას - თითქოს მშვიდობას იცავენ. რანაირად შეიძლება იყოს მშვიდობა იქ, სადაც არ არსებობს თავისუფლება და სამართლიანობა, როგორ იქნება იმ საზოგადოებაში რომელიც რუსეთის მძევალია - რუსეთზეა დამოკიდებული როდის გაგვიწყვეტს არტერიას. ამას ასაღებენ მშვიდობად.

იგივე ხდება ოჯახზეც - ოცნება ცდილობს საზოგადოების მავნე ინსტინქტებზე გათვლით შეინარჩუნოს ძალაუფლება [...] ქართულ ოცნებას რიგითი ქართველი წარმოუდგენია ისეთად როგორც რუსმა დახატა თავის დროზე - მოძალადე, ჩამორჩენილი, გონებასუსტი, მოქეიფე, ლაღი, ცოტა ველური, ტყიური და ეგზოტიკური… ოპოზიციის იმედი არ მაქვს, მაგრამ ევროპული საქართველო აპირებს დაამტკიცოს, რომ ქართველები არ ვართ ასეთები... იმაზე უნდა იმუშაოს პოლიტიკურმა სპექტრმა, რომელსაც ადარდებს ქართული ოჯახების გაძლიერება, რომ ეს სიგიჟე - ძალადობის წახალისება და ჩაგვრა ჩვენი საზოგადოების წევრი უმცირესობებისა, ოჯახის სიწმინდედ ვეღარ მიჰყიდონ ქართველებს", - აცხადებს ჩერგოლეიშვილი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა