მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება
დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე დროით შეჩერდება
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones

ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ამოცანაა, სახალხო განხილვის ფარგლებში, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს

25.03.2024 ნახვები: 492

ჩვენი ამოცანაა, სახალხო განხილვის ფარგლებში, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, ეს არის იდეოლოგია, რომელიც მიზანმიმართულად ეწევა პროპაგანდას, რომ გენეტიკურად დაბადებული კაცი ან ქალი შეიძლება, სულაც არ იყოს ასე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვისას საჭიროა საყოველთაო ჩართულობა.

„შესაბამისად, ერთი მხრივ, აქ ჩვენ მოგვიწია ამ საკითხის დაინიცირება საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით და მეორე მხრივ, ეს არის ისეთი მნიშვნელობის საკითხი, სადაც საჭიროა საყოველთაო, სახალხო ჩართულობა და ამ საკითხის საბოლოოდ დაფიქსირება. ეს რეალურად გაგრძელებაა იმ საკითხის, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2017 წელს კონსტიტუციურ რანგში ავიყვანეთ, რომ ქორწინება ეს არის ქალის და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ჩვენ ვეკითხებით ჩვენ ხალხს აზრს, ჩვენ ვუსმენთ ჩვენს საზოგადოებას და გვინდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყოს ერთსულოვანი არა ვინმეს უფლების შეზღუდვაზე, არამედ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნის დაცვის საკითხზე. ადამიანი არ მეგულება, თუკი ვინმე ობიექტურად აფასებს ამ საკითხს, არ იქნება მიკერძოებული, რომ არსებობდეს არგუმენტი, რა უდგას იმას წინ, რომ ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა ინტერესები იყოს დაცული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა